თურქეთის სანაპიროსთან 6 ავღანელი ბავშვი გარდაიცვალა, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ხიოსზე მოხვედრას ცდილობდნენ. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ნავი, რომელსაც ავღანელი დევნილები გადაჰყავდა, შტორმის შედეგად გადატრიალდა. ერთ-ერთი დაღუპული ჩვილია. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ხუთი მიგრანტის გადარჩენა შეძლო, ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
Prev Post
Comments