თურქეთში კომენდანტის საათი გამოცხადდა

სტაბმულის ტერაქტის შემდეგ თურქეთის 7 პროვინციაში 24 საათიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა უწყებამ “ქურთების მუშათა პარტიის” წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია განაახლა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. ქალაქ იზმირში სამართალდამცველებმა უკვე 19 ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულიები არეულობის მოწყობას ნოვრუზის დღესასწაულზე აპირებდნენ და ხელნაკეთი ასაფეთქებლი მოწყობილობების და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებისთვის ემზადებოდნენ.

Comments
Loading...