თურქეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ გაზიანთეფში უსაფრთხოების მართვის სამსახურის შენობასთან ორმხრივი სროლა მოხდა,-ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ავტომობილებია მობილიზებული. მსხვერპლთა შესახებ ამჟამად ინფორმაცია არ გავრცელებულა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს შესაძლოა ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს.

მიმდინარე წლის 5 იანვრის თურქეთის ქალაქ იზმირში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ipress.ge

Comments
Loading...