„ტიტანიკი„ და „ტიტანი“ – წინასწარმეტყველება 14 წლით ადრე

სახელგანთქმული „ტიტანიკის“ ამბავზე, რომელიც 1912 წლის 15 აპრილის საბედისწერო ღამეს მოხდა, 14 წლით ადრე წერდა მორგან რობერტსონი თავის რომანში „ამაოება ანუ ტიტანის ჩაძირვა“…


ავტორი მკითხველს მსოფლიოში უდიდესი ლაინერის შესახებ მოუთხრობს, რომელიც ნამდვილი „ტიტანიკის“ მსგავსად, აისბერგს აპრილის თვეში შეეჯახა და ჩაიძირა.
ამის გარდა „ტიტანსა“ და „ტიტანიკს“ სხვაც უამრავი საერთო აქვთ:
ორივე გემის სიგრძე დაახლოებით 244 და 269 მეტრი იყო;
ორივე გემს მგზავრთა თითქმის თანაბარი რაოდენობა (2500 და 2223) ჰყავდა და სამაშველო საშუალებების სერიოზული ნაკლებობა აღენიშნებოდა;
შესაბამისად, ორივე გემის კატასტროფის დროს, მგზავრების ნახევარზე მეტი დაიღუპა – „ტიტანიკის“ შემთხვევაში 1517 მგზავრი და „ტიტანის“ შემთხვევაში 1600 მგზავრი.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დამთხვევა შეიძლება წინასწარმეტყველებადაც ჩაითვალოს, რადგან რობერტსონის რომანი 10 წლით ადრე დაიწერა, ვიდრე კომპანია „White Star Line“ „ტიტანიკის“ აგებას შეუკვეთდა.

 

Comments
Loading...