ტრამპის თანაშემწე: რუსი დიპლომატების გაძევება არათანაზომიერი გადაწყვეტილება იყო

ამის შესახებ დონალდ ტრამპის თანამშემწემ, თეთრი სახლის მომავალმა პრეს მდივანმა შონ სპაისერმა ამერიკულ ტელეარხ “ეი-ბი-სი-ს” განუცხადა.

სპაისერის განცხადებით, დონალდ ტრამპი აპირებს კითხვები დაუსვას სპეცსამსახურის წარმომადგენლებს იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ბარაკ ობამაბ რუსეთს ხაკერული თავდასხმების გამო დააკისრა. რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის ხაკერულ თავდასხმებს და აცხდებს, რომ ბრალდებები მათი დიპლომატების მისამართით წმნდა წყლის ტყუილია.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა დონალდ ტრამპი მოხსნას ანტირუსული სანქციები. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვირას, დემოკრატმა კონკრესმენმა ადამ შიფმა განაცხადა, რომ კონგრესის ორივე პარტია მზადაა კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუკი ახალი პრეზიდენტი მათ გაუქმებას გადაწყვეტს.

დაირისპირება ახალარჩეულ პრეზიდენტსა და კონგრესს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბარაკ ობამამ 35 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და მათი ქვეყნიდან გაძევების შესახებ განცხადება გააკეთა.

ipress.ge

Comments
Loading...