Trump Tower – ში ევაკუაცია განხორციელდა

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ადგილზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს.Associated Press-ის ცნობით, მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩანთაში სათამაშოები იყო. ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით,  Niketown-ის მაღაზიის მახლობლად, რომელიც შენობასთან მდებარეობს ზურგჩანდა იპოვს. საეჭვო ნივთის აღმოჩენის შემდეგ, პოლიციამ ტურისტებსა და პერსონალს შენობის სასწრაფო დატოვება მოსთხოვა.

“ძალიან სწრაფად დავიწყეთ ევაკუაცია. ეს ისტერია იყო. პოლიცია ადამიანებს უყვიროდა, რომ შენობა დროულად დაეტოვებინათ “, – ციტირებს სააგენტო  16 წლის ენდი მარტინის სიტყვებს, რომელიც იმ დროს შენობაში იმყოფებოდა.

თავად აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შემთხვევის დროს შენობაში არ იმყოფებოდა. ის საშობაო დღესასწაულს ფლორიდაში ატარებს. როგორც Reuters განმარტავს, Trump Tower Lobby-ის შენობა ტურისტებისთვის ძალიან პოპულარული ადგილია

 

 

წყარო :   ipress.ge

Comments
Loading...