წალკის მართლმადიდებლურ ტაძარში მრევლი “ჯოკონდაზე” ლოცულობს (ფოტო)
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ლეონარდო და ვინჩის ცნობილი პორტრეტი “მონა ლიზა” როგორც ჩანს ხატადაა მიჩნეული, რომლის გარშემოც სანთლებია დანთებული.
“ჩვენი ასოციაციის წევრები წალკის მუნიციპალიტეტში გამართული ექსპედიციისას, ერთ-ერთ მართმადიდებლურ ტაძარში ასეთ ვითარებას წააწყდენ”, – აღნიშნავს ეკოტურიზმის ასოციაციის ადმინისტრაცია.