წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი… მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა

ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: 2011 წლის 26 ოქტომბრამდე და ამ თარიღის შემდეგ. სახლიდან გამთენიისას გამოვედი, როდესაც „ტაქსაობას“ დილიდან იწყებ, უფრო მეტის შოვნაა შესაძლებელი. ეს კარგად ვიცი, რადგან ტაქსის მძღოლად, თითქმის სკოლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობ. როდესაც მამა ავად გახდა და ინსულტი გადაიტანა, ოჯახი რომ შემენახა, სწავლას თავი დავანებე და საჭეს მივუჯექი.
იმ დღეს წვიმდა, გზაზე ძაღლმა გადამირბინა, მას ავაცილე, სველ გზაზე მოვსრიალდი და მეტი არაფერი მახსოვს… გონს რომ მოვეგე, სასწრაფო დახმარების ექიმი დავინახე… წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი… მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა… ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, შემეცოდა დედაჩემი, მამა, ჩემი თავიც…
როდესაც საავადმყოფოდან გამომწერეს, მითხრეს, რომ „აღდგენას არ ვექვემდებარები“ ისევე როგორც ჩემი მანქანა. მეც არ მჯეროდა, რომ ოდესმე ავდგებოდი და გავივლიდი. მშობლების პენსია საჭმლისთვის და წამლებისთვის არ იყო საკმარისი, რეაბილიტაციის კურსის ჩატარებაზე საუბარიც ზედმეტი იყო.მაგრამ, მოულოდნელად ჩვენთან მოვიდნენ საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ წარმომადგენლები და შემოგვთავაზეს დახმარება. აგერ უკვე სამი წელია ფონდის ექთნები უსასყიდლოდ მიტარებენ სარეაბილიტაციო მასაჟის ინტენსიურ კურსს. არავის სჯეროდა, რომ ასეთ შედეგებს მივიღებდით. მე უკვე შემიძლია ორთეზების დახმარებით გადაადგილება. ორთეზები სიარულის დროს მეხმარება, ფეხს აფიქსირებს. მაგრამ რამოდენიმე ხნის წინ სიარულის დროს წავიქეცი, და ჩემი ერთადერთი ორთეზი გატყდა.
ლევანის ცხოვრება ორად იყოფა. ავარიამდე და მის შემდეგ. ძაღლი რომ არ გაეტანა, დაამუხრუჭა, სველ გზაზე მოსრიალდა და ხეს დაეჯახა. ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. უკვე 4 წელია ვერ დადის.ლევანს ახლა ძალიან ესაჭიროება ახალი ორთეზები, სიარული რომ გააგრძელოს. ოჯახი, რომლის შემოსავალი მშობლების პენსიაა, ახალი ორთეზების ყიდვაზე ვერც კი ოცნებობს, ძველები კი აღდგენას არ ექვემდებარება.
მოგმართავთ ყველას მეგობრებო დავუდგეთ ლევანს გვერდით ისე როგორც ბევრს დავიდექით.. მეგობრებო მოდით შობას ლევანი გავახაროთ!! მის დასახმარებლად მოქმედებს ჩვენი ჯგუფის მუდმივი ანგარიშები (თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ რომ თანხას რიცხავთ ლევანისთვის)
ანგარიში საქართველოს ბანკში:
GE32BG0000000514524900 პირადი ნომერი : 62004019281 შეძლებთ საქართველოს ბანკის აპარატიდანაც ჩარიცხოთ. მიმღები ხათუნა იოსავა
ანგარიში თიბისი ბანკში :
GE23TB7638836010300005 მიმღები მ.ი
პირადი ნომერი :62004023292 და დაბადების თარიღი 28.01.1988 რომ თიბისი ფეის აპარატიდანაც შეძლოთ ჩარიცხვა

12373212_462937597238515_8159549155247771799_n

Comments
Loading...