წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 11 პატიმარი გარდაიცვალა

2015 წლის სექტემბრიდან „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ დაიწყო პროექტი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ 2013-2015 წლებში განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების მონიტორინგის შესახებ. როგორც თავად გვითხრეს, პროექტის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში ინფორმირების დონის ამაღლება სახელმწიფოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, სამინისტროების მიერ განხორციელებული ან/და დაგეგმილი რეფორმებისა და პროგრამების თაობაზე. პროექტი ასევე მიზნად ისახავს სამინისტროების მხრიდან განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებულ საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ხარჯებზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ უკვე გამოაქვეყნა სამი შუალედური ანგარიში, სადაც წარდგენილ იქნა პირველადი მონაცემები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2013-2015 წლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. მიმდინარე ანგარიშში კი ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2013-2015 წლებში განხორციელებული/დაგეგმილი რეფორმებისა და პროგრამების განხორციელების მონიტორინგის ანალიზის წარმოგვიდგენს.

„ აღნიშნული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სისტემური პრობლემა -მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამინური მოპყრობა აღმოფხვრილია, ასევე შემუშავდა და დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა, გაიზარდა ნახევრად ღია დაწესებულებებში მყოფ პატიმართა პაემნების რაოდენობა, ასევე გაფართოვდა პაემანზე მნახველთა წრე. სოც. დაუცველთათვის დაწესდა შეღავათები, რომლის მიხედვითაც მათ აღარ უწევთ 60 ლარის გადახდა, ამასთანავე არასრულწლოვანთათვის სპეციალური დაწესებულება ტრანსფორმირდა სარეაბილიტაციო დაწესებულებად. რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოიცა მსჯავრდებულთა სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებისა და მათი შრომის ანაზღაურების საკითხების მომწესრიგებელი დოკუმენტი. ცვლილებებია ასევე პენიტენციალური სისტემის ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით – ადმინისტრაციული წარმოების ვადები შემცირდა – 90 დღიდან -35 დღემდე, სამარტოო საკანში მსჯავრდებულის ყოფნის დრო შეიზღუდა – 20 დღიდან 14 დღემდე,სამინისტროს შიდა სტრუქტურა ორ ნაწილად დაიყო: სამოქალაქო სამსახურად და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. სამოქალაქო თანამდებობის პირთა და სპეციალური წოდების მქონე პერსონალის მკვეთრი გამიჯვნა მოხდა. რაც შეეხება პენიტენციალურ ჯანდაცვას, 2013-2014 წლებში ჩატარებულმა რეფორმამ მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰპოვა საერთაშორისო ორგანიზაციებში: ევროკავშირისა და ევროსაბჭოში – „’შთამბეჭდავ’’ რეფორმას უწოდებენ მას. პენიტენციური ჯანდაცვის დაფინანსება 100% გაიზარდა (უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ დღევანდელი მდგომარეობით პატიმართა რაოდენობა 2012 წლმადე მნიშველოვნად შემცირა), ასევე გაიხსნა თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი ორი სამედიცინო ცენტრი, 2014 წლის ამოქმედდა С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა – 2014 წელს – 8000 ბრალდებულს/მსჯავრდებულს , 2015 წელს – 3158ს (პრევენცია-სკრინინგი)2014-2015 წლებში 414 პირი ჩაერთო მკურნალობას – მათგან მკურნალობა წარმატებით დაასრულა 285 პაციენტმა, ახალი შესაძლებლოებებით შესაძლებელია ტუბერკულიოზის წინააღმდეგ მკურნალობაში ჩართვა. დაცულია აივ/შიდსზე კონსულტირების, ტესტირებისა და მკურნალობის მხრივ უნივერსალური ხელმისაწვდომობა, შემცირდა პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებლები: 144 შემთხევიდან (2010 წელი) 27 შემთხვევამდე (2014 წელი), ხოლო სიკვდილიანობის სტანდარტული მაჩვენებელი რომელიც ყოველ 10 000 პატიმარზე გამოითვლება, 63-დან 27-მდე შემცირდა. 2015 წლის მონაცემებით 11 პატიმარია გარდაცვლილი, რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურას 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულება (N1 თბილის, N3 ბათუმი, N4 ზუგდიდი, N6 რუსთავი, N11, N16 რუსთავი, N18 ციხის საავადმყოფო, N19 დაწესებულებები) რომლებშიც დაფიქსირებული იყო არაადამინაური პირობები, დაიხურა მათგან ორი დაწესებულება, დანარჩენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მაქსიმალურად მიუხლოვდა ევროპულ სტანდარტებს“.

Comments
Loading...