ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ოცეული გაიგზავნება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო-საწვრთნელ მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ოცეული გაიგზავნება.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანება უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა გააცნო.

იმერლიშვილის განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომამ იმსჯელა და მათ პრეზიდენტს რეკომენდაცია ერთხმად მისცეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა ერთი ოცეულის გაგზავნის თაობაზე ბრძანება.

„ეს არის ევროკავშირის მისია და მას ფრანგები ხელმძღვანელობენ. ცენტრალურ აფრიკაში ხუთი სამხედრო მოსამსახურე გვყავს და მას ოცეული ემატება. ეს არის ევროკავშირის მისია და საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, ეს ვალდებულება აღებული გვაქვს. სამხედროები ფედერიკა მოგერინის წერილით არიან მოწვეულნი. ხარჯების ნაწილს ევროკავშირი გაიღებს, ხოლო სამხედროებს რაც ხელფასი აქვთ, ის ჩვენგან ჩაერიცხებათ“, – დასძინა იმერლიშვილმა.

თავდაცვის კომიტეტმა საკითხს მხარი დაუჭირა.

Comments
Loading...