ცესკო არჩევნებისთვის მზადების შესახებ განმარტებას აკეთებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია.

ცესკოს პრესსამსახურის განმარტებით, არჩევნები საარჩევნო კოდექსის მიხედვით ინიშნება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ნიშნავს არჩევნების თარიღს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახორციელებს კონტრასიგნაციას. “ჯერჯერობით არ მომხდარა კონტრასიგნაცია, არანაირი სამართლებრივი აქტი არ არის შესული სამართლებრივ ძალაში. ჩვენთვის სამართლებრივი აქტი არ მოუწოდებიათ, შესაბამისად, როცა მოგვაწვდიან მას, ამის შემდეგ განახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას”,- განუცხადეს “პირWელს” ცესკოში. მათი ინფორმაციით, პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის დარეგისტირებისთვის პირველ აგვისტომდე აქვთ ვადა, ამ ეტაპზე, კი მხოლოდ ერთი პარტია “სახალხო ხელისუფლებას” დარეგისტრირებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, საგანგებო ბრიფინგზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 8 ოქტომბერი დაასახელა.

Comments
Loading...