ცესკო-ში პროკურატურა შევიდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროკურატურა შევიდა.

როგორც „ინფო9“-ს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ადასტურებს.

„ჩვენთან სწორედ აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება, რადგან არსებობდა გარკვეული დანაშაულის ნიშნები. ეს უნდა გადაამოწმოს გამოძიებამ, რაც რამდენიმე დღის წინ ნამდვილად დაიწყო”, – აცხადებს შოთაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

წყარო
info9.ge

Comments
Loading...