ცისკარიშვილი: მთავრობა მოგვიწოდებს, დოლარები ლარში გადავიტანოთ, კალაძეს, ქუმსიშვილს და გვენეტაძეს კი, ანაბრები და ანგარიშები დოლარებში აქვთ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან დედოლარიზაციაზე საუბარი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცისკარიშვილმა განაცხადა, თავისუფალი ბაზრის პრინციპის დაცვის ნაცვლად, მთავრობა დოლარს და საქართველოში განხორციელებულ იმპორტულ ნაკადებს ებრძვის, რაც ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას, ინვესტიციების შემოსვლასა და შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას ამცირებს.

მისი თქმით, დოლართან ხელოვნური ბრძოლა ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.

„ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კრედიტები ხელმისაწვდომი არაა, სავალუტო ბაზარზე ხელოვნური ჩარევა და სწორედ ხსენებული დედოლარიზაციის მავნებლური პოლიტიკაა. ეს ადამიანები მოგვიწოდებენ დოლარები ლარში გადავიტანოთ, თავად მათ კი, მაგალითად – კალაძეს, ქუმსიშვილს და გვენეტაძეს, ანაბრები და მიმდინარე ანგარიშები (დეკლარაციის თანახმად) დოლარებში აქვთ“, – დასძინა ცისკარიშვილმა.

Comments
Loading...