ციცინო ხარაბაძე – ეს იყო ჩემი პროტესტი. თავზე გადავისხი ბენზინი…
ციცინო ხარაბაძეს გადაუდებელი ოპერაცია მას რამოდენიმე კვირის უკან ჩაუტარდა და სრულად ოპერაციის ხარჯები ჯანდაცვის სამინისტრომ დაფარა.გაწეული სწარაფი დახმარებისთვის მადლობას ვუხდი ჯანდაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგიენკოს. ჯერ კიდევ ბევრი ოპერაცია მესაჭიროება, რომ სრულად გამოვჯამრთელდე –აცხადებს იპოთეკით დაზარალებული ციცინო ხარაბაძე.
შეგახსენებთ ისტორიას, რომელმაც მთელი საქართველო შოკში ჩააგდო:კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ იპოთეკით დაზარალებულ ციცინო ხარაბაძის შემზარავ ისტორიას, რომელმაც საკუთარ თავს საშინელი განაჩენი გამოუტანა. ამჯერად ციცინო ხარაბაძე გამოჯანმრთელდა და იგი იმ მევახშეების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, რომლებმაც თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეს.
“მაშინ გავბრაზდი, როდესაც 80 პოლიციელი ჩემს უნარშეზღუდულ დას სახლიდან აძევებდა. აქ უკვე ოჯახის გადარჩენაზე იყო საუბარი, ჯანდაბას ჩემი თავი, ოჯახი მაინც გადამირჩებათქო. ეს იყო ჩემი პროტესტი. თავზე გადავისხი ბენზინი, მაგრამ უფალმა გადამარჩინა. ოპერაცია გავიკეთე, მარჯვენა ხელით ვერაფერს ვაკეთებ, მარცხენა კი ამიმუშავდა. ღმერთის მადლობელი ვარ, გადავრჩი, ახლა დადგა დრო, რომ ვიბრძოლო იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც ცხოვრება გამიმწარა,“-ამბობს ციცინო ხარაბაძე.
“უხ როგორ მტკივა ეს ყველაფერი,უხ როგორ მაღიზიანებს რომ ასეთ ნაბიჯს დგამ ,ასეთ უბედურებას უკეთებშენ თავს იმისთვის რომ შენი სისხლი და ხორცი დაიცვა ჯალათებისგან და მკვლელებისგან და რას ღებულობ ? მე არ ვიცი რა მივიღე მაგრამ უფრო ძლიერად დავისაჯე ამ ყველაფრის გამო სამწუხაროდ….! მტკივა ,მართლა მტკივა ეს ყველაფერი არადა იცი რომ უფლის წინაშე და შენს სინდისთან მართალი ხარ მაგრამ მაინც ისე გკრავენ ხელს და ისე გადაჩეხავენ ხრამში უკანაც არ მოგიხედავენ და ათას ტალახს და სიბინძურესაც გესვრიან .ამიტომ მტკივა ეს ყველაეფრი და არც არასდროს მომიშუშდება მაგრამ ერთ რამეს ვერ ვგებულობ იმიტომ რომ ვისთვისაც სიცოცხლე გავწირე ზუსტად მათ ყველაზე მეტად მატკინეს !!!
მაპატიე უფალო ამას რომ ვწერ მაგრამ უკვე აღარ შემიძლია ა ყველაფრის ატანა ,მაპატიე იმისთვის რაც ჩავიდინე მაგრამ შენც ხომ იცი უფალი მე სხვა გზა ვერ ვნახე და ყოველშემთხვევაში მე ვფიქრპბდი რომ ეს ყველაზე დიდი გამოსავალი იყო …..! მადლობელი ვარ უფალო შენი .მართალია მიმატოვეს წაქცეული მაგრამ შენ ყოველთვის ისეთ დროს გამომიგზავნე სრულიად უცხო ადამიანები ვინც ჩემთვის თავი არ დაზაგეს და ყველანაირად ვისაც როგორ შეეძლო ისე დამიდგა გვერდით მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ეს ტკივილი ყველაზე მეტადა მანადგურებს რასაც ვხედავ ნეტა არ ვხედავდე და ნეტა იმ დღესვე დასრულებულიყო ჩემი სიცოცხლე ,ამდენ სიბინძურეს ხომვერ დავინახავდი ღალატი და ღალატსაც გააჩნია ……..!!! უხ გავგიჟდი მგონი მაგრამ გასკდა გული და მაპატიეთ ჩემებო და მომიტევეთ ყველამ თუ ეს ამოვხეთქე და ვთქვი ……..” – წერს ციცინო ხარაბაძე.