„ცხოვრების ისეთი დონე უნდა შეიქმნას, რომ აფხაზებსა და ოსებს დაბრუნება მოუნდეთ“

როგორც დღეს „სოციალური პარტნიორობის“ მიერ ჩატარებულ მედიატურზე გახდა ცნობილი, კიევის ყოფილი მერი, ბიზნესმენი, ლეონიდ ჩერნოვიცკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის“ ქმნის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით ქვეყნის საგარეო კურსი ევროპული უნდა იყოს და არა ამერიკული და რუსული, ამავე დროს იმასაც ამბობს, რომ ამერიკისგან დემოკრატიულობის თვალსაზრისით ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.
„რუსეთთან დაპირისპირებით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შეძლებს, საქართველოში ცხოვრების ისეთი დონე უნდა შეიქმნას, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში მოუნდეთ ყოფნა“-განაცხადა ჩერნოვიცკიმ.

Comments
Loading...