წმინდა სინოდის სხდომა ხვალ გაიმართება
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ხვალ გაიმართება.
სინოდის წევრები სავარაუდოდ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე იმსჯელებენ.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ დავით შარაშენიძის განცხადებით, სინოდის სხდომა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით ჩატარდება.
წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.