წმინდანთა გამონათქვამები, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს
- ზეთის გარეშე შეუძლებელია კანდელის დანთება, რწმენის გარეშე კი ვერავინ აღეგზნება კეთილი აზრებით – წმინდა ეფრემ ასური
- ვინც მთელი სულითა და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწიერი სხეულისთვისაა დამახასიათებილი, ვინც არ მოიძაგებს ყოველგვრ ხორციელ აღტკინებას და ლტოლვას და საკუთარი გონებას ყოველთა შემოქმედ მამაღმერთს არ მიაპყრობს ზეცად, – ის ვერ მოიპოვებს სულიერ ხანას – წმინდა ანტონ დიდი
- თუკი გსურს ღვთისმეტყველი შეიქნა და ღირსი იყო ღმრთაებისა, აღასრულე საღმრთო მცნებები და ნუ ეურჩები უფლის ნებას, რამეთუ კეთილმსახურების საქმეებსაც მიჰყავართ ჭეშმარიტი შემეცნებისკენ – წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
- მორწმუნეთათვის ქვეყანა უნჯ არს, ხოლო ურწმუნოთათვის არცაღა ფოლი (ფული) ერთი – ბიბლია
- მოწამე ცრუთა მოსწყალენ, ვითარცა მახვილი, ხოლო ენანი ბრძენთანი ანკურნებენ – ბიბლია
- როგორადაც წყაროსთვალი, განუწყვეტლივ აღმომაცენებელი კამკამა, უხვი წყლის ნაკადულისა, არასდროს არ უკრძალავს მწყურვალს ყოველგვარი საფასურის გარეშე დაეწაფოს მის წყალს, ამგვარადვე საღმრთო მადლიც მისაწვდომია ყველა მსუველისათვის, რათა თითოეული თავის ნებისაებრ დასტკბებოდეს მისით – წმინდა ეფრემ ასური
- სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს – იაკობ მოციქულის ეპისტოლე
- ციურ ფრინველთაგან ყველაზე დიდი და ძლიერი არწივია. ქვეყნიურ მხეცთაგან – ლომი, ხოლო ადამის ძეთაგან უდიდესი და უძლიერესია ღვთისმოშიში კაცი – წმინდა ეფრემ ასური
- genius.ge