ცნობილი ფოტოდან ერთი წლის შემდეგ – ნიგერიელი ბიჭუნა სკოლაში მიდის

ცნობილი ფოტოდან ერთი წლის შემდეგ, ნიგერიელი ბიჭუნა ჯანმრთელია და სკოლაში მიდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

პატარა ბიჭი, სახელად ჰოუპი, მშობლებმა გასულ წელს მიატოვეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის „ეშმაკისეული“ იყო.

აფრიკაში ბავშვების განათლებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელმა ანჯა რინგრენ ლოვენმა ბავშვის შესახებ შეიტყო და გასული წლის იანვარში იპოვა. ბიჭი ძალიან გამხდარი და დაავადებული იყო.

ფოტომ, სადაც ლოვენი ბავშვს ბოთლით წყალს ასმევს, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ახლა კი, ჰოუპი უკვე ჯანმრთელია და სკოლაში მიდის.

დანიელმა ლოვენმა აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსი გამოაქვეყნა.

„2016 წლის 30 იანვარს მე დევიდ ემანუელ უმენთან, ნსიდიბე ოროკთან და ჩვენს ნიგერიელ გუნდთან ერთად, ბავშვის გადარჩენა გადავწყვიტეთ. ერთი წლის წინ ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო და პატარა ბიჭი, სახელად ჰოუპიც ყველამ გაიცნო. ამ კვირაში ჰოუპი სკოლაში სწავლას იწყებს“, – წერს ლოვენი სოციალურ ქსელში.
download

Comments
Loading...