“ტვიტერზე” ასობით ამერიკელი ISIS-ის ფანკლუბებს ხსნის
ასობით ამერიკელი ინტერნეტქსელებით სარგებლობს, რათა ISIS-ის მომხრეებს მხარდამჭერი მესიჯები გაუგზავნონ და ახალწვეულები შეაგულიანონ. INDEPENDENT-ის ცნობით, ტვიტერზე, 6 თვის განმავლობაში 300-ზე მეტი ISIS-ის აქტივისტის მხარდამჭერის გვერდი გაჩნდა, მათი უმრავლესობა საშუალოდ 26 წლისაა, 14 პროცენტი მდედრობითი სქესისაა, ხუთიდან ყოველი ორი უკვე მუსლიმია, ხოლო დანარჩენი მალე გეგმავს მუსლიმანურ ქვეყნებში მოგზაურობას და ისლამის მიღებას.
გამოცემის თანახამდ ISIS-ის აქტივისტები ტვიტერზე ინგლისურ ენაზე კონტაქტობენ. ბევრი მათგანი შავ დროშებს, ლომებს და მწვანე ჩიტებს წამებულის სიმბოლოდ იყენებს.
“მათი გამოვლენა ძალიან რთულია, რადგან ისინი სხვადასხვა ადამიანის გვერდებს ტეხენ და შემდეგ ISIS-ის მომხრეთა გვერდს აკეთებენ, ასე რომ მათი ადგილმდებარეობის დადგენა თითქმის შეუძლებელია. ამ წელს, 22 წლის მოჰამედ ოდა დახლალა და მისი 19 წლის ცოლი FBI-მ დააკავა. ისინი თაფლობისთვის გატარების მიზნით სირიაში წასვლას და ISIS-თან შეერთებას აპირებდნენ, თუმცა რადიკალურმა შეხედულებებმა, რომელსაც ტვიტერის საშუალებით აფიქსირებდნენ, ისინი გამოააშკარავა. მიმდინარე წელს ამერიკაში 56 ადამიანი დაიჭირეს ISIS-ის მხარდაჭერის გამო” – წერს IDEPENDENT.