უახლოეს პერიოდში, ალაჰის ნებით, თქვენ გაიგებთ მოჯაჰედების ნაბიჯების ხმას…
“ისლამური სახელმწიფო” 24-წუთიან აუდიო მიმართავს ავრცელებს, რომელიც სავარაუდოდ, მისი ლიდერის აბუ ბექრ ალ ბაღდადის მიერაა ჩაწერილი და რომლითაც ის ევროკავშირს, რუსეთს, აშშ-ს და ისრაელს ემუქრება.
“მივმართავ აშშ-ს, ევროკავშირს, რუსეთს, ისრაელს და მათ მოკავშირეებს, ჩვენ გავიმარჯვებთ, ღმერთმა გვიბრძანა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, უახლოეს პერიოდში, ალაჰის ნებით, თქვენ გაიგებთ მოჯაჰედების ნაბიჯების ხმას… ყოველდღიურად გიახლოვდებით”, – აღნიშნულია მიმართვაში.
ტერორისტების ლიდერი საუდის არაბეთსაც აკრიტიკებს, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლაში კოალიციაშია. ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის და აშშ-ის კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმები დაჯგუფებას ვერ შეასუსტებს. “რაც უფრო ინტენსიურია ომი ორგანიზაციის წინააღმდეგ, მით უფრო ძლიერი ხდება ის”, – აღნიშნულია აუდიომიმართვაში.
ბოლო 7 თვის განმავლობაში ეს ალ ბაღდადის მიერ გავრცელებული პირველი მიმართვაა. ბოლო აუდიომიმართვა მან 15 მაისს გამოაქვეყნა და მუსლიმებს მოუწოდა, “ბრძოლა საკუთარ მიწაზე აწარმოონ”.