უახლოესი ორი დღის განმავლობაში თოვლია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონში, უახლოესი ორი დღის განმავლობაში თოვლია მოსალოდნელი.

როგორც „ინფო 9“-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს, 28-29 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღისით 2 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, უახლოესი ორი დღის განმავლობაში, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია 20-22 გრადუსი ყინვა, ხოლო მთიან რაიონებში ტემპერატურა -16-14 გრადუსამდე დაეცემა.

რაც შეეხება დედაქალაქ თბილისს, სინოპტიკოსების ცნობით, დღეს თბილისში ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ხვალ, ღამით -4 გრადუსი იქნება.

უახლოესი ორი დღის განმავლობაში, დედაქალაქში დღისით 2 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზირების სამმართველოში აცხადებენ, პირველ თებერვლამდე, შესაძლებელია ყინვები კიდევ უფრო გაძლიერდეს

Comments
Loading...