უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, არამდგრადი ამინდი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 11-16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 4-9 გრადუსი იქნება.
ხვალ, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება.
20 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი, მოსალოდნელია ცივი, ნალექიანი და ნისლიანი ამინდი.
22 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.