უჩა ნანუაშვილი – რასაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ყვება, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება

რასაც ყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომელიც ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.

“პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც „ცალ კარში თამაში მიმდინარეობს“. დაცვას არ აქვს უფლება გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას ბრალდებული მაშინ, როდესაც ყველა ჩართულ მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების საშუალება აქვს. ეს არის თავიდანვე პრობლემა, სხვას რომ თავი დავანებოთ – იმ ალოგიკურობას მთელ რიგ საკითხებში, რომელიც უკვე გამომჟღავნდა რამდენიმე დღის განმავლობაში”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენის განმარტებით, თვითონ გამოთქვა სურვილი დეკანოზის მონახულების, ვინაიდან სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეს სწავლობს. უჩა ნანუაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დეკანოზს რომ სტრესი განუვითარდეს და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, გასაკვირი არ არის.

დეკანოზი ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება აუცილებელი კვლევები. მისივე განმარტებით, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა, გამოირიცხა.

 

ipn.ge

Comments
Loading...