უდუმაშვილი: „რუსთავი 2″ უფსკრულის ზღვარზე დგას და სასამართლოს გადასაწყვეტია, გადაიჩეხება თუ არა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს „რუსთავი 2“ უფსკრულის ზღვარზე დგას.

როგორც უდუმაშვილმა უზენაეს სასამართლოსთან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის მხარდამჭერ აქციაზე გააცხადა, სასამართლოს გადასაწყვეტია გადაიჩეხება თუ არა ტელევიზია უფსკრულში.

„მივმართავ მოსამართლეებს, იყავით გაბედულები, იყავით მტკიცეები. ნურავინ ნუ გაიძულებთ შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ თქვენზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი. ეს ქვეყანა ეკუთვნის ამ ხალხს და არა ერთ ან ორ რომელიმე ოლიგარქს და მის დაქვემდებარებულ ხელისუფლებას, რომელსაც სურს, რომ ეს ქვეყანა ჩრდილოეთ კორეად გადააქციოს. არ იქნება ეს ქვეყანა კორეა. იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა“, -აღნიშნა უდუმაშვილმა.

Comments
Loading...