უფასო მედიკამენტები დევნილებს , აბაშაში სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში,აბაშის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიერ, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.რომელსაც მაღალკვალიფიციური ექიმებისგან შემდგარი გუნდი ახორციელებდა. მოხდა ბენეფიციარების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

აღნიშნული ტიპის ღონისძიება რეგულარული სახისაა და სხვადასხვა რეგიონებში ეტაპობრივად ხორციელდება. აქციას მონიტორინგს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდა,რადგანაც შემდგარიყო სრული კომუნიკაცია რის მიხედვითაც ხდება დევნილთა პრობლემების გაანალიზება და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი,

ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ინფექციონისტი.
ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები:
1. სისხლის საერთო ანალიზი;
2. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ინსტრუმენტული გამოკვლევები
(საჭიროების შემთხვევაში)
3. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოებოს, ფარისებრი ჯირკვლის,
სარძევე ჯირკვლის)
4. ელექტროკარდიოგრაფია;

აღნიშნულ აქციაზე დაფიქსირდა ბენეფიციართა ხუთასამდე ვიზიტი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პროგრამის ფარგლებში მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარებას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
12359820_1074810815897748_2395739702686368260_n

Comments
Loading...