უსახლკარო პირები ახალ წელს ახალაშენებულ თავშესაფარში შეხვდებიან

თბილისის მერ, დავით ნარმანიას განცხადებით, ყველა უსახლკარო, რომელიც ამ დრომდე ე.წ კარვებში ცხოვრობდა ახალ წელს კეთილმოწყობილ თავშესაფარში შევხდება, რომელიც სახელმწიფომ სპეიციალურად მათთვის ააშენა.

“პირველი ნაკადი, 60-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე გადაიყვანეს თავშესაფარში. ეს პროცესი მიმდინარეობს. ასე რომ, ახალ წელს ყველა შეხვდება თბილად, ახალაშენებულ თავშესაფარში, სადაც ყველანაირი პირობებია იმისათვის, რომ ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ნორმალურ გარემოში. კარვების ქალაქი სრულდება და ქალაქში ცივილური თავშესაფარი გვექნება”, – განაცხადა თბილისის მერმა.

Comments
Loading...