უსუფაშვილი: “ეს საკითხი წყალგამყოფი აღმონდა…თანამდებობიდან გადადგომა საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით აუცილებლად მოუწევთ.

პარლამენტის თამვჯდომარე გაზეთ „კვირის პალიტრას“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვიტარებაზე და კოალიციაში არსებულ პროცესებზე ვრცელ ინტერვიუს აძლევს. პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ არცევნებში დამოუკიდებლად გასვლის აზრი ქარლ ოცნებაშიც იყო რესპუბლიკელებში კი ეს აზრი მომწიფებული იყო. თუმცა მთავარი წყალგამყოფი კოალიციის სუბიექტთან იდეური კონფლიქტი აღმოჩნდაა საარცევნო ერთობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო და კოალიციის წევრები ევროპულად გაეყარენ ერთმანეთს. უსუსფაშვილის განცხადებით ვითარება იცვლება და რესპუბლიკელები საკუთარ პრიორიტეტბზე თამამად ისაუბრებენ. იმ მინისტრებს კი ვისაც აჩევნებში მონაწილეობის სურვილი ექნებათ თანამდებობეს დატოვებენ.

„ბოლო შეხვედრაზე კი პრემიერს ღიად ვუთხარით, რომ რესპუბლიკურ პარტიაში არჩვნბზე ცალკე გასვლის აზრი მომწიფდა. შეხვედრაზევე გაირკვა რომ, იგივე აზრი ჰქონდათ „ქართულ ოცნებაში“. ეს თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა რაც კოალიცის ერთ-ერთ სუბიექტსა და რსპუბლიკური პარტიის წევრებს შორის იდეური კონფლიქტი დაიწყო. ეს საკითხი წყალგამყოფი აღმონდა, რადგან ამ შემთხვევაში საქმე პიროვნულ დავასთნ არ გვქონდა. ამას მოჰყვა იმავე სუბიექტისგან ბრალდება არჩევნების გაყალბების თაობაზე. აბსოლიტურად არასწორი პოზიცია იყო საუბარი იმაზე რომ თურმე ეს მხოლოდ ორპარტიული კონფლიქტია და პოლიტიკოსები ერთმანეთში უნდა მოვრიგდეთ. ამ ყველაფერმა დაგვარწმუნა, რომ ერთობის საარჩევნოდ შენარჩუნება შეუძლებელი იყო. მოკლედ, კოალიციაში ე.წ მშვიდობიან, ევროპულ გაყრამდე მივედით… რესპუბლიკელ მინისტებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტენ თანამდებობიდან გადადგომა საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით აუცილებლად მოუწევთ. თუ თანაცხოვრება მაინც ვერ მოხერხდა, მაშინ ამომრჩეველს ვეტყვით , რომ რესპუბლიკელებმა ამის აღმოსაფხვრელად ყველაფერი გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, კოალიციაში ყოფნა ყოველთვის თვითშეზღუდვას ნიშნავს, თანაც ჩვენთან ერთად მაგიდასთან სხვა პარტიებიც ისხდნენ. – თუ მათ პოზიციებს ანგარიშს არ გაუწევ, ჩემ მიმართაც ანალოგიური დამოუკიდებლობა ექნებათ. ამ კინკლაობაში კი შედეგს ვერასდროს მივიღებთ. სწორედ ამიტომ გარკვეულ საკითხზე ზოგჯერ ერთი ტონით დაბლა, ზოგჯერ მოგუდულად და რიგ შემთხვევაში საერთოდ არ ვსაუბრობდით . დღეს ვითრება იცვლება და რესპუბლიკელებიც და სხვებიც ჩვენს პრიორიტეტებზე თამამად ვისაუბრებთ საბოლოოდ კი ყველა პოლიტიკურ ძალას კუთვნილ ადგილს ამომრჩეველი მიუჩენს და შემდეგ დავდებთ ისევ კოალიციურ შეთანხმებას , რაში ვთახმდებით და რაში ვერა.“ – აცხადებს უსუფასვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში

Comments
Loading...