უზენაეს სასამართლოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება შეინიშნება.

„რუსთავი 2″-ის ცნობით, სამართალდამცველები შენობის შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებული.

აღნიშნული სავარაუდოდ, ტელეკომპანიის სასამართლოს პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

ცხრა პოლიტიკური პარტიისგან შექმნილი საკოორდინაციო საბჭო უზენაესი სასამართლოს შენობასთან, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად, აქციას გამართავს.

Comments
Loading...