უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეს 2 მარტს განიხილავს
უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის იურისტებს უზენაესი სასამართლოდან მიაწოდეს.
ცნობილია იმ ცხრა მოსამართლის ვინაობა, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს. კერძოდ, მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 2 მარტს, ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი – მის საკუთრებაში არსებულ შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გასული წლის 10 ივნისს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.