უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს, ანა დოლიძეს პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს, ანა დოლიძეს პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი. ანა დოლიძის კანდიდატურაზე დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.

როგორც ცნობილი, დოლიძის კანდიდატურას მხარს ,,ნაციონალური მოძრაობა” არ დაუჭერს.

ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ იმ ადგილზეა წარდგენილი, სადაც ვაკანსია ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში გადასვლის შემდეგ გაჩნდა.

წყარო:guardian.ge

Comments
Loading...