უზნეობა დემოტრაკიის სახელით

ამერიკელი ჰომოსექსუალი სამხედრო მეზღვაურის ქმარი “სამხედროს საუკეთესო ქმრის” ტიტულის მოსაპოვებლად წარადგინეს

სან-დიეგოში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზის სარდლობამ გადაწყვიტა, ლგბტ თემის წარმომადგენელი პრესტიჟულ საქველმოქმედო პრემიაზე წარადგინოს.

აშშ-ის არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ისტორიაში პირველად 1 კლასის სერჟანტის ქმარი წლის “სამხედროს ქმრის” ტიტულის მოსაპოვებლად წარადგინეს. ბრაიან ალვარადომ ორი წლის წინათ იქორწინა მეთიუ ალვარადოზე, რომელიც 17 წლის განმავლობაში მსახურობდა ფლოტში.

სან დიეგოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობამ ბრაიან ალ ალვარადო “სამხედროს საუკეთესო ქმრის” ნომინაციაზე წარადგინა ცოლის _ მეთიუს ერთ-ერთი უფროსის რეკომენდაცით, რომელიც მისი ქმრის “კეთილი საქმეებით” მოიხიბლა.

პრემიაწლის “სამხედროს ქმარი” აშშ-ის შეიარაღებული ძალების ასოციაციამ დააწესა.2 წლის მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ 6 წლის გოგონაა და ოჯახი მიატოვა

ქალაქ ტორონტოში (კანადა) მცხოვრებმა 7 შვილის მამამ 23-წლიანი ქორწინების შემდეგ ოჯახი მიატოვა. 52 წლის პაულ ვოლსკი ჰორმონების დახმარებით ცდილობს, 6 წლის გოგონად იქცეს.
paul-volski
პაულ ვოლსკი მშობლების ოჯახში, რომლებმაც იშვილეს, ყვავილებიან კაბას იცვამს და ბაფთას ატარებს.

მამაკაცი 46 წლის იყო, როდესაც მეუღლეს განუცხადა, რომ თავს ბავშვად მიიჩნევს, გოგონად. შემდეგ თავისი ნივთები ჩემოდანში ჩაალაგა და საცხოვრებლად გადავიდა მეგობრებთან, რომლებსაც დედასა და მამას უწოდებს. “გოგონა პაულის” საყვარელი საქმიანობა არის თამაში და კაბაში გამოწყობა.

“არ შემიძლია უარვყო, რომ მე დაქორწინებული ვიყავი; არ შემიძლია უარვყო, მე მყავს შვილები, მაგრამ მე წინ წავიწიე და დავბრუნდი იმისთვის, რომ ვიყო ბავშვი. ახლა არ მინდა, დიდი ადამიანი ვიყო”, _ მოჰყავს კანადელი მამაკაცის ფრაზა გამოცემა “მირორს”.

ვოლსკის აზრით, ასეთი ცვლილება იმიტომ განიცადა, რომ ბავშვობა, პრაქტიკულად, არ ჰქონია. გოგონას მაქსიმალურად რომ დაემსგავსოს, ის 2009 წლიდან იღებს ჰორმონებს. პაულმა აღნიშნა, რომ ახალი “მშობლების” ოჯახი _ შვილები და შვილიშვილები _ მას მხარს უჭერს, ხოლო, როცა ნამდვილი ოჯახის წევრებმა ქორწილში დაპატიჟეს და მოსთხოვეს, მამაკაცივით ჩაეცვა. ამის გამო პაულს დეპრესია დაემართა და სიცოცხლე კინაღამ თვითმკვლელობით დაასრულა, ექიმებმა გადაარჩინეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/gei-bavshvebis-skola.jpg

აშშ-ში გეიბავშვებისთვის სკოლა გახსნეს

“ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში გახსნეს სკოლა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება _ კერძო სკოლა ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებიც თავს სექსუმცირესობის წარმომადგენლებად მიიჩნევენ”, _ იუწყება საინფორმაციო სააგენტო “ასოშეითედ პრესი”.

“ბავშვებს, ისევე, როგორც მასწავლებლებს, აქვთ სრული უფლება, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან”, _ განაცხადა სკოლის დამფუძნებელმა, ტრანსგენდერმა კრისტიან ჟილავეცმა. მისი თქმით, სკოლა იქნება დაწესებულება, რომელშიც დაწყებითი და საშუალო განათლების მიღება შეეძლება არა მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლებს, არამედ სტუდენტებსაც, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა გახდნენ “სხვანაირები”.

ამერიკელი მოზარდების ნახევარი ჰომო და ბისექსუალია

სააგენტო “ჯ. ვალტერ ტომპსონ ინოვეიშენ გრუპ”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 13-დან 20 წლამდე ამერიკელები უფრო გულწრფელები არიან სექსუალური და გენდერული იდენტურობის საკითხებში, ვიდრე მათი უფროსი თანამემამულეები.

თაობა ძ-ის (ასე უწოდებენ ამ დემოგრაფიულ ჯგუფს მკვლევარები) მხოლოდ 48% მიიჩნევს თავს ჰეტეროსექსუალად, 21-დან 34 წლამდე ჯგუფის წარმომადგენელთა შორის კი ასეთად თავს 65% თვლის.

მოზარდების მესამედზე მეტი თავს ბისექსუალად მიიჩნევს, უფროს ასაკობრივ ჯგუფში კი _ 24%.

Comments
Loading...