ვალეში გაფიცულმა მუშებმა უფროსს გზა გადაუკეტეს

ვალეში, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებულმა მუშებმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დილიდან მუშაობა შეწყვიტეს, ახლა, ადმინისტრაციის ოფისამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს.გაფიცულები ამბობენ, რომ დღის ამ მონაკვეთში ადმინისტრაციასთან საკვები მოაქვთ. მათ გადაკეტეს გზა და აცხადებენ, რომ მანქანებს, რომლებმაც საკვები პროდუქტი უნდა მიიტანონ, ხელმძღვანელობამდე არ მიუშვებენ.
შეგახსენებთ, დღეს დილის 09:00 საათიდან, ვალეში 200-მდე მუშაა გაფიცული. ისინი სამუშაო პირობებს, კვებასა და ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე მათ მოთხოვნებს არ მოისმენენ და პასუხს არ გასცემენ, აქციას არ შეწყვეტენ. მეტიც, გაფიცულები ვალეს საბაჟოსკენ მიმავალი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

Comments
Loading...