ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

უწყების განმარტებით, ამის საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გახდა.

პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

Comments
Loading...