ვარდიაშვილს, რომელიც მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებდა, 536 841 ლარი აქვს მიღებული
13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ უშანგი ვარდიაშვილს, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, კომპენსაციის სახით 500 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა.
“რამდენიმე დღის უკან, თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ თითქოს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ვინმე უშანგი ვარდიაშვილს არ დაუდგა გვერდში მერიის სამსახური. მე მინდა იცოდეს მოსახლეობამ, როცა თქვენ საუბრობდით, რომ მერია არ დგას ამ ადამიანების გვერდში, უშანგი ვარდიაშვილს მიღებული აქვს ნახევარ მილიონზე მეტი- 536,841 ათასი ლარი, რაზედაც უშანგი ვარდიაშვილის ოჯახის წევრებმა მერიას და საკრებულოს მადლობა შემოუთვალეს”
https://www.youtube.com/watch?v=E5EcbjhT3QU