ვარშავაში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ავტომობილი აფეთქდა

ვარშავაში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის მახლობლად ავტომობილი აფეთქდა,-ინფორმაციას პოლონეთის რადიო (Polskie Radio) ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ორივე მათგანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის გამო, მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 340 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ipress.ge

Comments
Loading...