ვაშაძე წულუკიანის უწყებას თხოვნით მიმართავს

დამოუკიდებელი დეპუტატი გიორგი ვაშაძე იუსტიციის სამინისტროს თხოვნით მიმართავს, მისი პარტიის – „ახალი საქართველოს“ რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა ბოლომდე არ გამოიყენოს და რეგისტრაცია დროულად განახორციელოს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვაშაძემ განაცხადა, მან იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი განაცხადით დღეს მიმართა.

მისი თქმით, დღეიდან საარჩევნო კამპანია დაიწყო და იმედია, იუსტიციის სამინისტრო პასუხს დროულად გასცემს.

„სიმართლე გითხრათ, თავად მეც გამომრჩა, რომ პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის დროს დაჩქარებული მომსახურება არ არსებობს და ალბათ, მომავალში გასაკეთებელია ის, რომ ამხელა ვადა არ იყოს“, – დასძინა ვაშაძემ.

Comments
Loading...