ვაშინგტონში წლის სტრატეგიული პროექტის ჯილდო ანაკლიის პორტის პროექტმა მიიღო

„ამერიკის ხმის” ცნობით, ანაკლიის პორტის პროექტმა ვაშინგტონში გამართულ „გლობალური ინფრასტრუქტურის ლიდერშიპის ფორუმზე” წლის სტრატეგიული პროექტის ჯილდო მიიღო.

ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” (Anaklia Development Consortium) 8 თებერვალს გაიმარჯვა, რომელიც თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძლებული კომპანიაა.

ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.

პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება.

როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები აცხადებენ,

მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების

შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო.

Comments
Loading...