ვატიკანის წ. პეტრეს მოედანზე შესვლისას უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
იტალიური გამოცემის თანახმად, პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო, ვატიკანში წმ. პეტრეს მოედანი დაიკეტა. გაიზარდა უსაფრთხოების ზომები.
იქ ტურისტებისთვის მოედანზე შესვლა მხოლოდ მეტალოდეტექტორზე შემოწმების გავლის შემდეგ არის დაშვებული. ასევე მოწმდება ხელჩანთები და ზურგჩანთები.