უკრაინული ვებგვერდი wikileaks.center საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ე.წ. სააკაშვილის გუნდის წევრ კობა ნაყოფიას საუბრის სტენოგრამას ავრცელებს.
სტენოგრამა 12 იანვარს არის გამოქვეყნებული და კობა ნაყოფია სააკაშვილის ბიზნესპარტნიორად არის მოხსენიებული. გამოცემის ცნობით, სტენოგრამა რესტორან „სან პაულუშია“ ჩაწერილი.
საუბრის ტექსტს „ინფო 9“ უცვლელად გთავაზობთ:
„მიხეილ სააკაშვილი: დალევ რამეს?
კობა ნაყოფია: მე ჩაის დავლევ, დღეს რამდენიმე შეხვედრა მაქვს … და თქვენ მიირთვით.
მიხეილ სააკაშვილი: კარგი როგორც გინდა. ძაან სერიოზული რაღაცეები ხდება იქით, საინტერესო მასალები მივიღე.
კობა ნაყოფია: საქართველოდან?
მიხეილ სააკაშვილი: ხო, ხერხეულიძემ ჩამომიტანა, ხათუნა ოჩიაურს გამოუტანებია. მაგის დას ჩავარდნია ჩერგოიდების ჩატის მიმოწერები.
კობა ნაყოფია: კარგიააა, რამე ახალია?
მიხეილ სააკაშვილი: დახურული ჯგუფის მიმოწერაა, ბომბი ინფორმაციაა. მაგ უმადური იდიოტების გეგმებია, ერთ ამბავში არიან, გადაბირებაზე მუშაობენ. არ ვაპატიებ ჩემზე რასაც წერენ. გავყრი სულყველას. ჩემთან რომ მოხვალ, მერე წაგაკითხებ.
კობა ნაყოფია: მაგათი დედა მო… ან. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავასწროთ, თუმცა ამათ არ უნდა ავყვეთ და ისე გავაკეთოთ, რომ არ დავზარალდეთ. ჩანს ყველას პოზიცია?
მიხეილ სააკაშვილი: ჰო, მოდი და განახებ. ცოტა ხანში კიდევ მოგაწვდიო.
კობა ნაყოფია: დღეს საღამოს იმათ უნდა შევხვდე ბინის ამბებზე და შეხვედრის მერე პირდაპირ თქვენთან მოვალ. ცხრისთვის ხომ იქნებით?
მიხეილ სააკაშვილი: 10-სთვის მოდი, თან იმ ბინის დეტალებიც გეცოდინება… თევზი დავამატებინოთ.
კობა ნაყოფია: ახლავე ვეტყვი… რა უნდა მეთქვა, როგორც მითხარით, ელისოს მივეცი 4 000 დოლარი. მადლობა შემოგითვალათ, შემართებითაა და შევუტევ ძაანო. როგორც ვუყურებ ეგ იმენა ჩვენიანია.
მიხეილ სააკაშვილი: ბინძური ქალია, მაგრამ ყოჩაღია, ჩვენ საქმეს კარგად აკეთებს. მაგარ რაღაცეებს აძრობს ხოლმე. ეს ბოკერიას კუდები და ჩერგოიდები ბოლომდე უნდა გავაბანძებინო. ეხლა მაგათზე მუშაობს.
კობა ნაყოფია: კი, მაგას ვფიქრობ მეც. სკანდალური ინფორმაციების ხელში ჩაგდება და აწევა იცის და თქვენგან მთავარია სწორი მიმართულების მიცემა. თქვენ რასაც ეტყვით, იმას გააკეთებს.
მიხეილ სააკაშვილი: ეგ კარგად მაქვს მიბმული, ვიცი რაც უნდა. აქ რომ მყავდა ჩამოყვანილი ერთი თვის წინ, მაგრად მოვქოქე, კმაყოფილი წავიდა. მაშინაც გავატანე.
კობა ნაყოფია: ხო, ვიცი, სუპერ.
მიხეილ სააკაშვილი: ადრე ხო კეზერა აძლევდა ფულს. ახლა ეგ გაქნილი პიდარასტი ბოკერიას შეეკრა და კაპიკს აღარ აძლევს. აღარ მაქვსო. მაგას დაავიწყდა ეგ ფული საიდან იშოვა? ცოტა ხანში ყველას გავუხსენებ, არ შევარჩენ, ჩავხევ სულ ყველას. ბანძები არიან ყველანი.
კობა ნაყოფია: ებრაელი ნაბიჭვარია ეგ. მაგას რა ჰგონია! არაუშავს, სამაგიეროდ ის შეხვედრები მიდის კარგადო.
მიხეილ სააკაშვილი: ხო, ხო, ეგ კარგია. ბიძაჩემმაც კარგად გაჭრა ის კანალები და წამოვაო. ძალიან კმაყოფილია, მაგრამ კეზერა ნაბიჭვრის გამო, ჩვენ მოგვიწევს ცოტახანი ელისოს გასტუმრება. ეს უკვე მეორედ მიეცი ხო შენ?
კობა ნაყოფია: ხო, ხო, მეორედ, ჯამში 8. გეთანხმებით, გვჭირდება ეგ ქალი და უნდა გავაგრძელოთ. კეზერა მგონი უფრო მსუყედ კვებავდა და შესაძლოა, დაფინანსების გაზრდაც არ იყოს ურიგო, თქვენ როგორც გადაწყვეტთ.
მიხეილ სააკაშვილი: მასე არ არის. მუშაობის მიხედვით დაელოდოს პრემიას. მაგის ჩიტიც ხო იყო ბუდაპეშტში ჩასული. ახალაია და ადე შეხვდნენ. ძირითად მიმართულებებზე მოილაპარაკეს. ადე კმაყოფილი იყო.
კობა ნაყოფია: ეგ ჰო, ვიცი. მთავარია სწორი მიმართულება ჰქონდეს და არ დაიწვას. ვინ წარმოიდგენდა ხვედელიძე თუ ჩვენ დაგვეხმარებოდა.
მიხეილ სააკაშვილი: აბა რა ეგონათ. ხო გითხარი, ვიცი რაც უნდათ. რეგულარულად ვაჭმევ“.
აღნიშნულ ვებგვერდზე სტენოგრამა სერგეი კირნიკის სახელით არის ატვირთული, რომელსაც მანამდე ასევე, სააკაშვილის, არსენი იაცენიუკისა და პეტრო პოროშენკოს საწინააღდეგო სტატიები აქვს გამოქვეყნებული.
წყარო:”ინფო9″