ვინ არის ვლადიმირ პუტინის ახალი მეგობარი ქალი?

მსოფლიო პრესა აქტიურად წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ახალი “გელფრენდი” ჰყავს. როგორც ამბობენ, 63 წლის პუტინის გულთამპყრობელი ცნობილი ბიზნესმენის, რუპერტ მერდოკის ყოფილ ცოლი, 47 წლის ვენდი დენგია. ისინი თურმე უკვე კარგა ხანია ხვდებიან ერთმანეთს და როგორც გამოცემა Us Weekly იტყობინება, წყვილის ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია. ვლადიმირ პუტინს 30-წლიანი ცოლ-ქმური ურთიერთობა აკავშირებს ლუდმილა პუტინასთან, რომელთანაც ორი ქალიშვილი – 30 წლის მარია და 29 წლის ეკატერინე ჰყავს. პრეზიდენტის ცოლთან გაშორების ამბავი კრემლმა 2014 წლის აპრილში ოფიციალურად დაადასტურა. რუსეთის ლიდერი შვილებზე ლაპარაკს მუდამ ერიდებოდა, თუმცა 2015 წლის დეკემბერში, ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საკუთარ ქალიშვილებზე თამამად ისაუბრა.

“ისინი სწავლობდნენ მხოლოდ რუსეთის უნივერსიტეტებში. მათით ძალიან ვამაყობ. ახლა ისინი აგრძელებენ სწავლასა და მუშაობას. ჩემი ქალიშვილები თავისუფლად საუბრობენ 3 ევროპულ ენაზე. ისინი თავიანთ საქმეში პირველ ნაბიჯებს დგამენ და არიან წარმატებულები”, – განაცხადა პუტინმა და დაამატა: “მე არასდროს ვპასუხობ ჩემს ოჯახთან დაკავშირებულ პირად შეკითხვებს. ისინი ჩართულნი არ არიან პოლიტიკაში ან ბიზნესში”.

ლუდმილა პუტინასთან განქორწინების შემდეგ, ბევრი იწერებოდა პუტინისა და ყოფილი რუსი ტანმოვარჯიშის ალინა კაბაევას რომანის შესახებ. ამბობდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცოლს სწორედ კაბაევას გამო დაშორდა. 2015 წელს უცხოური ტაბლოოიდები წერდნენ კაბაევას ორსულობის თაობაზეც. ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემა Bild იმ დროს წერდა, რომ პუტინი არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, რადგან ის შვეიცარიაში კაბაევასთან ერთად გაემგზავრა, რათა ორსულობისას მის გვერდით ყოფილიყო. გამოცემის ცნობითვე, 2015 წლის მარტში შვეიცარიაში კაბაევამ იმშობიარა, თუმცა ამის შესახებ გავრცელებული ჭორები კრემლმა არაერთხელ უარყო.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ მერდოკის ყოფილი ცოლი ვენდი დენგი, ასევე ბიზნესში მოღვაწეობს. ის გასულ კვირას პაპარაცებმა თავის მეგობარ, რუს ოლიგაქრ რომან აბრამოვიჩთან ერთად, იახტაზე ნახეს. ცნობილია, რომ აბრამოვიჩი ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია.

განაგრძეთ კითხვა

Comments
Loading...