ვინც 26 მაისი დაგეგმა,უმრავლესობა დღემდე პროკურატურაში და შსს-შია და თან არა მგონია იმხელა სინანული გააჩნდეთ საკუთარ თავებს წაუყენონ ბრალი
აუცილებლად მოვიკითხავ 26 მაისის საზარელი შემთხვევას, როდესაც გვამები დაყარეს მაღაზიის თავზე. მე აუცილებლად მოვიკითხავ ამ საქმეებს. უშუალო სამუშაო შეხება ამ საკითხებთან არ მქონია მაგრამ, ვეცდები ინფორმაცია მოვიპოვო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებთან” შეხვედრაზე. აღნიშნულ ინფორმაციას ბესო დანელია საკუთარ სოციალურ გვერდზე გამოეხმაურა:
გიორგი შენს წესიერებაში და კაცობაში ერთი წუთით არ შემაქვს ეჭვი .ვიცი , რომ ღირსეული ადამიანი ხარ და
მოიკითხავ , მაგრამ ვინც 26 მაისი დაგეგმა, განახორციელა და შეასრულა ,მათი დიდი უმრავლესობა დღემდე პროკურატურაში და შსს-შია და თან არა მგონია იმხელა სინანული გააჩნდეთ საკუთარ თავებს წაუყენონ ბრალი …ასეც , რომ მოიქცნენ მაინც უიმედობაა ფინალში რადგან, სასამართლოში კვლავ მურუსიძის ,,ჰამქარი,, არის გამაგრებული რომელიც ისევე ძალადობს ,,თემიდაზე ,, როგორც მაშინ იმ დაწყევლილ დროში ჩვენი სისხლის გუბეები , რომ დააყენა მიშამ რუსთაველზე და ნიკუშას და სულიკოს ცხედრები , რომ შემოაწყო სახურავზე . წერს სოციალურ ქსელში დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,ბესო დანელია.