როგორც ვიქი მაიამ ევროპარლამენტში დებატებზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ფართო მსჯელობა უნდა შედგეს.
„ლიბერალიზაცია შემოთავაზებული ბრიუსელის მიერ გახლავთ დღევანდელი განხილვის საგანი, თუმცა პარალელურად უნდა ვისაუბროთ იმ სერიოზულ კრიზისზე, რომელიც არსებობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროშიც. ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არ გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია, ვინაიდან ორგანიზებულ დანაშაულს ვიზალიბერილაზაცია კიდევ უფრო გაამძაფრებს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ამასთან, ვიქი მაიამ გერმანიაში გასულ წელს დაფიქსირებული ორგანიზებული დანაშაულის მაგალითები მოიყვანა, რომელშიც ქართველები მონაწილეობდნენ.
“თუკი გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს დაფიქსირებულ ორგანიზებულ დამნაშავეებს საქართველოდან, საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. სწორედ ამიტომ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე და მეორე მხარე რომელიც შედეგად მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში უფრო ფართო ჭრილში ღირს საკითხის განხილვა“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შემოღების შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.