ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს.
მისი თქმით, ის ახლახან ბრიუსელიდან დაბრუნდა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. “აღარ ველოდებით არავითარ სიურპრიზებს. ალბათ, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში პროცესი უნდა დაიწყოს”, – განაცხადა დოლიძემ.