ვიქტორ დოლიძე – სერგეი ლავროვის განცხადებები ჩემთვის არც ახალია და არც რევოლუციური

არ მიკვირს, არც ახალია და არც რევოლუციური ჩემთვის ლავროვის განცხადებები, – ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, საქართველოს პასუხი უცვლელია და მყარი.

„ეს პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ადგას განვითარების გზას, საქართველო მიიწევს წინ, საქართველო არის, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა. ჩვენ ვაპირებთ განვითარებას, ჩვენ ვაპირებთ ინტეგრაციას, ვაპირებთ ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო სრულფასოვან ინტეგრაციას როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში, რომელიც იქნება გარანტორი, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების, ასევე თვითონ რუსეთის უსაფრთხოების“, – აღნიშნა დოლიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის „სრულფასოვან თანამშრომლობას“ ასახელებს. ლავროვი საუბრობს ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

 

 

ipn.ge

Comments
Loading...