ვიტალი კლიჩკო – კიევში საპატრულო პოლიცია ველოსიპედებით ივლის

უახლოს მომავალში უკრაინის დედაქალაქში საპატრულო პოლიცია ველოსიპედებით ივლის, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

კიევის მერიის ინფორმაციით, კიევში აქცია – „“სამსახურში ველოსიპედით“ გაიმართა.

19 აპრილს, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს სამსახურში და საქმიან შეხვედრებზე ველოსიპედით იაროს. მისი თქმით, გადაადგილების ასეთი ფორმა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. 21 აპრილს, სამსახურში მიმავალი კლიჩკო ველოსიპეტიდან გადმოვარდა. თვითმხილველების განცხადებით, მოქალაქეებმა მისი დახმარენბ სცადეს, თუმცა მერი დამოუკიდებლად ადგა, დაიფერთხა ტანსაცმელი და გზა განაგრძო.

Comments
Loading...