ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხვალ იანოშ ჰერმანის პრეკონფერენცია დაიგეგმა

ევროკომისია “საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ ანგარიშს ხვალ გამოაქვეყნებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

“საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გატყობინებთ, რომ 18 დეკემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს “საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ. ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ელჩი იანოშ ჰერმანი თბილისში პრესკონფერენციას გამართავს”, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...