ვლადიმერ ბედუკაძე ეკა კვესიტაძის გადაცემას ეხმაურება
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გასულ მასალას სიყალბეს უწოდებს. „ძალიან, ძალიან უნიჭოები ხართ!საცოდავები! უნიჭო პროვოკატორები, გამყალბებლები.. საზიზღარი ბედუკაძე – ცემს, აწამებს, დასცინის, ხმა ისმის… ერთი კადრი მაინც დაგედოთ ცემის, გაგიჭირდათ? გგონიათ სასამართლოს მივმართავ ამ სიყალბისთვის? ამ სამი წლის მანძილზე ათასნაირ პროვოკატორ, ე.წ. ჟურნალისტს და მათ მსგავს არსებას გადავაწყდი…მოდით, დეტალურად განვიხილოთ ეს „ აქამდე უცნობი“ ვიდეო მასალა დავიწოთ, იმით, თუ როგორ სპეციალურად ვაწამებდი, ვცემდი, ვაუპატიურებდი და ვდგამდი ასეთ მასალებს.. ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორც წამყვანი ამბობს,როგორ ვუტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს… ისმის მხოლოდ ჩემი ხმა , ან შეიძლება არც ჩემი .. წესია,მაინც მრავლაფეროვნებისთვის კადრში რამედენიმე, განსხვავებული ხმის შემოყავანა …თურმე, ნუ იტყვი, „ნაციონალური მოძრაობის“ ანკარა წყაროსთვის ჩემი და ქალბატონ ჯღარკავას „მიმოწერა“ კარდინალურად განსხვავდება უკრაინული „ვიკილქსისგან“ და უკიდურესად (!) სარწმუნოდ გამოიყურება. მერაბიშვილის მარჯვენა ხელის მეუღლის, კვესიტაძის დასკვნით, თურმე ლადო ბედუკაძე, გახლდათ ყველა ამ დადგმის ორგანიზატორი და შემსრულებელი. ეს საზიზღარი ბედუკაძე მონაწილობდა პატიმრების ცემაში, წამებაში და უტეხდა სახელს უმანკო „ნაციონალურ ერთობას“!აქ ახალი არაფერი გითქვამთ, ეს იგივეა რაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის 2012 წლის „დასკვნა“ ე.წ. „ციხის კადრების“ შესახებ – ბედუკაძე თვითონაა რეჟისორი , დამდგმელი ოპერატორი და შემსრულებელიც და თუმრე,თავად მე-9 არხიც კი, ბედუკაძის ბინძური ფილმის გასაშვებად შექმნილა.. ქალბატონმა კვესიტაძემ მრავალ სხვათა და სხვათა, ჟურნალისტიკას მიტმასნილ ბიომასებთან ერთად, ბევრი იშრომა, იწვალა, ჭრა, კერა და აწება ფირები ერთმანეთს, თუმცა, ამაოდ… პროკურატურამ რვა თვიანი გამოძიების შედეგად დაამუშავა მთელი ის მასალა, რაც შეეხებოდა ე.წ. ციხის თემატიკას, სრული მასალა, რაც შეეწხებოდა ე.წ. ციხის კადრების საქმეს.მინდა გაგაწბილოთ, ჩემო კარგებო, ტყუილად გაისარჯეთ და სიხარულით ახორხოზდით.. თუმცა, თქვენ, დარმუნებული არ ხართ, პროკურატურის მიუკერძოებლობაში, მაგრამ მთავარი ხომ ბრალდებაა, ეს წმინდა წყლის კომუნისტური მეთოდი- შენ დააბრალე და მერე იმან თავი იმართლოს… ბიძინაზე არ მითქვამს, მართლა, მსგავსი უწმაწური რამ, მაგარმ აი, თქვენს ტელევიზიაზე კი ვიტყვი – თქვენ მართლა შიგ ხომ არ გაქვთ? მეგობრებო გაფრთხილებთ- ერთმანეთს არ გადაუზიაროთ ეს ამბავი, რომ გასკდეს, ნაცხროვა ციხეებიდან თავს არ გამოგვაყოფინებს…“ – წერს ბედუკაძე.„განსხვავებული აქცენტების“ ინფორმაციით, 2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ისმის ხმები, როგორ დასცინის ბედუკაძე პატიმრებს, როგორ ითხოვს, ის ხელკეტს. ასევე ვიდეოფირში გამომძიებელთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მან იცის, რომ ბედუკაძემ ერთ-ერთი პატიმარი გააუპატიურა. ინტერნეტ გამოცემა ITV-სთან საუბრის დროს კი ერთი პირი ამბობს, რომ ბედუკაძე ერთ-ერთი “ჯალათი” იყო რომელმაც ბევრი ადამიანი გააუპატიურა და გაიქცა. ბედუკაძე წლების წინ ამბობდა, რომ მას არ უძალადია პატიმრებზე და თუ დადგინდებოდა მისი კავშირი ამ საქმესთან მზად იყო ეგო პასუხი მომხდარზე, თუმცა ბედუკაძე არ დაუპატიმრებიათ“, – აცხადებენ „რუსთავი 2“-ში.