ვლადიმერ პუტინი – დედამიწის ნებისმიერ წერტილში მივაგნებთ და დავსჯით

რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიალაინერის Airbus-321-ის კატასტროფის შედეგების გაცნობის შემდეგ განცხადება გააკეთა:

„სინაიზე ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, მსხვერპლთა რაოდენობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დანაშაულია. ჩვენი სულისა და გულის ცრემლებს ვერ მოვიწმენდთ. ეს ჩვენში სამუდამოდ დარჩება, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის, ვიპოვით და დავსაჯოთ დამნაშავეები. ჩვენ მათ ყველგან მოვძებნით, სადაც არ უნდა დაიმალონ. დედამიწის ნებისმიერ წერტილში მივაგნებთ და დავსჯით”, – განაცხადა პუტინმა.

Comments
Loading...