ვლადიმერ პუტინი თურქეთში “დიდი ოცეულის” სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩავიდა, სადაც დღეს, ანტალიაში, “დიდი ოცეულის” სამიტი გაიხსნება. სამიტი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე ჩატარდება.
სამიტის პირველი დღის, ერთერთ მთავარ თემად, ტერორიზმთან ბრძოლა იყო გაცხადებული, რომელიც პარიზში მომხდარი ტერაქტების ფონზე, განსაკუთრებულად აქტუალური გახდა.