VOGUE: ქართული მოდა პირდაპირ ჩვენი გარდერობებისაკენ მიიწევს
ფრანგული მოდის ჟურნალი “ვოგი” (VOGUE), საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ქართული ფეხსაცმელი, რომლებიც თბილისში გამართულ მოდის კვირეულ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi Spring 2016-ზე ნახეს, ყველაზე ოსტატურადაა შესრულებული.
“ერთ-ერთი ყველაზე ოსტატურად შეკერილი ფეხსაცმელი, რაც კი ოდესმე გვინახავს, საქართველოდანაა. ფეხსაცმელები, თბილისში გამართულ მოდის კვირეულ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi Spring 2016-ზე იყო წარდგენილი”, – აღნიშნავს ფრანგული მოდის ჟურნალი.
ჟურნალი 6 ქართველ დიზაინერს ასახელებს და მათ მიერ შეკერილი ფეხსაცმელების ფოტომასალას აქვეყნებს, ეს დიზაინერები არიან: ქეთევან მაისაია, ლელა ელოშვილი, ანუკი არეშიძე, თამარ არეშიძე, თამუნა ინგოროყვა, ანუკა ქებურია.
“რა საერთო აქვთ მათ? ყოველი ფეხსაცმელი საქართველოშია დამზადებული. აგრეთვე, ღირს იმის აღნიშვნა, რომ ქართული ფეხსაცმლის დამზადებას თავისი უძველესი ისტორია აქვს. თბილისიდან დაახლოებით 5 საათის სავალზე, საქართველოსა და სომხეთის საზღვართან ახლოს, “არენი”-ს გამოქვაბულში, უძველესი ტყავის ფეხსაცმელი აღმოაჩინეს. ეს არის პატარა ქვეყანა ძლიერი ინდივიდუალურობით. ახლა კი ეს პატარა ქვეყანა თავისი მოდით წინ მიიწევს, პირდაპირ ჩვენი გარდერობებისაკენ”, – წერს ფრანგული ჟურნალი.